ჩვენ შესახებ

ა(ა)იპ „ოდა ქეარი“ (ს/კ 437373156) დაფუძნდა 2019 წლის 4 აპრილს. „ოდა ქეარი“ წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებისა და სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტების მიერ შექმნილ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ზრდასრული პირებისთვის ხარისხიანი, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული და საზოგადოებაზე დაფუძნებული სერვისების განვითარება, მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ჩართულობის უზრუნველყოფა. ორგანიზაცია საქმიანობას ახორციელებს გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში და მუდმივად ზრუნავს მომსახურების ხარისხის, პროფესიული სტანდარტებისა და თანამშრომელთა განვითარების გაუმჯობესებაზე. დღეისათვის „ოდა ქეარი“ ახორციელებს შემდეგ სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს: • ადრეული განვითარების ქვეპროგრამა; • რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა; • აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა; • პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამა; • შინმოვლის პროგრამა; • დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი პროგრამები და სხვა სოციალური სერვისები. „ოდა ქეარის“ საქმიანობა ეფუძნება შემდეგ ძირითად ღირებულებებს: • ადამიანის ღირსების პატივისცემა; • ადამიანის უფლებების დაცვა; • თანასწორობა და ინკლუზია; • პროფესიონალიზმი და ეთიკური სტანდარტები; • გუნდური მუშაობა და ურთიერთპატივისცემა; • განვითარება, ინოვაცია და ხარისხზე ორიენტირებული მომსახურება. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი ქმნის ხარისხიან მომსახურებას, ხოლო ხარისხიანი მომსახურება — მეტ დამოუკიდებლობასა და უკეთეს მომავალს თითოეული ბენეფიციარისთვის.